ძვირფასო კლიენტებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ!
შეგახსენებთ, რომ არსებულ ვითარებაში, როდესაც გაიზარდა მოცულობითი მანქანების შეძენა, იძულებული ვხდებით დავტვირთოდ 3 მანქანა ერთ კონტეინერში. ეს იწვევს ფასების ზრდას 200-500 დოლარის ოდენობით.თუ თქვენი ძირიდადი შენაძენები იქნება მოცულობითი მანქანები საფასური გაიზრდება შესაბამისად.(მინივენი, კროსოვერი, ჯიპი, პიკაპი და მსგავსი)
- ყურადღება! ტრანსპორტირების საფასურის გამოთხოვნის შემდეგ თანხა უნდა გადმოირიცხოს 3 დღეში,წინააღმდეგ შემთხვევაში კონტეინერს ერიცხება ჯარიმები. ჯარიმების ოდენობა დაანგარიშდება მიმართ მიერ მიყენებულ ზარალზე დაყდნობით.
- გაცნობებთ, რომ 2023 წლის 24 იანვრიდან შეძენილ ყველა ჰიბრიდულ და ელექტრო მანქანას დაემატება $150 დამატებითი გადასახადი ყველა საწყობიდან ყველა მიმართულებით.
- გაცნობებთ რომ თუ შეიძენთ მანქანას, რომელსაც უგვიანდება საბუთები (P) ან მანქანა დგას არა აუკციონის მოედანზე SUBLOT ან TITLE AWAITING,მანქანის ტრანსპორტირებას ემატება ჯარიმა:
- (P) PENDING – 20 -300$
- (SUBLOT) ან TITLE AWAITING – 50 – 100 $
- განმეორებით შეგახსენებთ, რომ არსებულ ვითარებაში, როდესაც გაიზარდა მოცულობითი მანქანების შეძენა, იძულებული ვხდებით დავტვირთოდ 3 მანქანა ერთ კონტეინერში. ეს იწვევს ფასების ზრდას 200-500 დოლარის ოდენობით.
თუ თქვენი ძირიდადი შენაძენები იქნება მოცულობითი მანქანები საფასური გაიზრდება შესაბამისად.
(მინივენი, კროსოვერი, ჯიპი, პიკაპი და მსგავსი) - მოგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა 01.06.2022-დან მოითხოვს ავტომობილის მიმღების მითითებას გამომგზავნის მიერ ძირითად კონოსამენტში.
-
გვსურს გაცნობოთ, რომ შეთავაზებები(ბიდები BID), რომლებსაც თქვენ განათავსებთ დახურულ და ღია აუქციონებზე ჩვენი კოდების მეშვეობით Copart, IAAI და MANHEIM აუქციონებზე, უნდა გადაიხადოთ შეძენიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ!!!
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორი კომპანია იძულებული იქნება შეისყიდოს მანქანა აუქციონიდან და დაგაკისროს ჯარიმა საბოლოო შეთავაზების 30%-ის ოდენობით!
ეს არის იძულებითი ზომები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი დაბლოკავს ჩვენს ანგარიშებს! გთხოვთ, სერიოზულად მოეკიდოთ ამ საკითხს!
- გთხოვთ, არ შეიძინოთ შემდეგი გამოძახებული მანქანები , რადგან ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს რაიმე ვარიანტი მათი გაგზავნის საქართველოში. Hyundai Santa Cruz model years 2022-2023
Hyundai Santa Fe model years 2019-2023
Santa Fe Hybrid model years 2021-2023
Santa Fe Plug-in Hybrid model years 2022-2023
Kia Carnival model years 2022-2023
გახშირდა შემთხვევები, როდესაც მანქანის შემძენები ვერ აწვდიან დროულად მიმღების მონაცემებს, რაც იწვევს კონტეინერების დატვირთვის დაგვიანებას.
გამომდინარე ამ ფაქტიდან გთხოვთ არაუგვიანეს 4 დღის შემგედ მიაწოდოთ დილერს მანქანის მიმღების სახელი, გვარი (ლათინურად),პირადი ნომერი (არა მხოლოდ პირადობის სურათის სახით). ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გვეკისრებენ ჯარიმას 30 აშშ დოლარი/დღეში და ახალი მანქანების გამოყვანების შეჩერება მთელ კომპანიაზე. აღნიშნული გადასახადების და შესაძლო ჯარიმების გადახდა მოუწევს კონკრეულ კლიენტ, რომელმაც ვერ მოგვაწოდა ზემოთმოთხოვნილი ინფორმაცია
CARLINE ვერ აიღებს პასუხისმგებლობას დაგვიანებით მოწოდებულ საბუთებზე.
მადლობთ!
CARLINE